ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბაიდენი რუს ხალხს: არ მჯერა, რომ სისხლიანი, დამანგრეველი ომი გინდათ უკრაინის წინააღმდეგ

“თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი და მე არ მჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი, დამანგრეველი ომი გინდათ”, – ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნაციონალური ტელევიზიის ეთერით რუსეთის მოსახლეობას.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, აშშ და NATO რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, თუმცა, მოვლენათა ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზად არიან.

“აშშ და NATO რუსეთისთვის საფრთხეს არ წამოადგენენ. უკრაინა არ ემუქრება რუსეთს. არც აშშ-ს, არც NATO-ს არ აქვს უკრაინაში განთავსებული რაკეტა და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას. ჩვენ რუსეთის მაცხოვრებლები მიზანში არ გვყავს ამოყვანილი. არ გვაქვს რუსეთში დესტაბილიზაციის მისწრაფება”, – ამბობს ბაიდენი.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, კვლავაც მაღალია რისკი, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრას.

“მსოფლიო არ დაივიწყებს რუსეთმა უაზრო სიკვდილი და ნგრევა რომ აირჩიოს”, – ამბობს ბაიდენი და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში, აშშ მას “მტკიცე პასუხს გასცემს”.

 

 

 

 

 

По словам президента Джо Байдена, человеческие и стратегические потери будут «огромными» для России, если она нападет.

იტვირთბა....