[su_quote]ბიძინა ივანიშვილი და განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც მას ემსახურება, არ არიან თავისუფლები, ეს დღესაც გამოჩნდა. ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. ჩვენ ვართ თავისუფლები და არავის ვეპოტინებით, ის არ არის თავისუფალი. მას აქვს ვალდებულებები პუტინთან, თავის ფინანსებთან, “გაზრპრომთან”, ოფშორიდან შემოტანილ ფულთან. ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოვა და ერთ უცხოელ პარტნიორს ვერ ჩამოიყვანს, თუნდაც რუსს, რომელიც მასთან ერთად რამეს გააკეთებს, მაშინ რა არის მისი ბიოგრაფია. [/su_quote]
განაცხადა პარტია “ლელო-საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში.