პარტია “ლელო -საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, შუალედურ არჩევნებში, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.
პარტიის გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ, “ლელოს” საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ცნობისთვის, “ლელოს” ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს, “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიასა და “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს, შალვა ნათელაშვილს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.