ახალი ამბები პოლიტიკა

ზარქუა ვაშაძეზე: ბატონ გიორგის ცოტა გაექცა, ის მაინც თავის ამპლუაშია

ბატონ გიორგის ცოტა გაექცა, ის მაინც თავის ამპლუაშია, – ასე მიმართა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, პარტია “სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

მისივე თქმით, ეს არის საუკეთესო მაგალითი, როდესაც ოპოზიცია აქცენტირებულია კონსტრუქციულად საქმის კეთებაზე, მოსახლეობის დაკვეთის შესრულებაზე.

“მეც მინდა აღვნიშნო ოპოზიციის ჩართულობა იმ საპენსიო თემატიკასთან დაკავშირებით და მადლობა მინდა ვუთხრა. ეს არის საუკეთესო მაგალითი, როდესაც ოპოზიცია აქცენტირებულია კონსტრუქციულად საქმის კეთებაზე, მოსახლეობის დაკვეთის შესრულებაზე და მათ ინტერესებზე მუშაობაზე, მაშინ შედეგი ყოველთვის სახეზე იქნება. მადლობა ბიჭებო კიდევ ერთხელ, ალეკო, ლევან, ბატონ გიორგის ცოტა გაექცა, ის მაინც თავის ამპლუაშია, ნომრები რომ წარმოადგინა.

მას მინდა ვუთხრა, რეალურად ის გამოწვევა და პრობლემაა, როცა პენსიონერებმა პირობების შესახებ არ იციან, სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩვენ ვთხოვეთ საკმაოდ მკაცრად ეროვნულ ბანკს ეთხოვა, რომ შექმნას თავის წიაღში კონკრეტულად პენსიონერების მომსახურების ცენტრი, ცხელი ხაზი, რომელიც აღჭურვილია ყველა ბერკეტით, რომ დააჯარიმოს ეს თუ ის ბანკი და პასუხი მოსთხოვოს … თორემ ასეთი ლიგები, ასეთი ორგანიზაციები ბევრი გვინახავს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, მაგრამ მთავარია შედეგი. შედეგი კი იქნება ეროვნულ ბანკს და აი, ამ სტრუქტურას.

აქედან გამომდინარე ზედმეტი ნომრებით ნუ დავტვირთავთ პენსიონერებს. ოპოზიციას მადლობა გადავუხადე, თუმცა ეს იყო პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, მკაფიო მხარდაჭერა და თქვა, რომ „ბიჭებო, მოდით შევქმნათ კომისია“, სადაც ლევან დავითაშვილს და მთელ გუნდს ყველას მინდა მადლობა ვუთხრა, რადგან მათი როლი და ჩართულობა მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, პენსიონერების ზედა ჭერი საპენსიო სესხებზე იქნება 26%”, – აცხადებს ზარქუა.

 

იტვირთბა....