[su_quote]რომელი მილიონები ვიშოვე ან საიდან? მორიგი ტყუილია ეს. საიდან უნდა მეშოვა? არავითარი მილიონერი მე არა ვარ. ჩემ ქონებასთან ჩემ შვილს არანაირი კავშირი არ აქვს, არაფერ შუაშია. მე ყველაფერი მაქვს ჩემი წინაპრებისგან. ერთადერთი, რაც მე შევიძინე, არის ერთადერთი ბინა ბათუმში, რომლის თანხასაც წლების განმავლობაში ვიხდიდი. შემდეგ, მე და ჩემმა მეგობარმა 2002 წელს, საქართველოს უნივერსიტეტის პირველი ნაკვეთი მილიონ სამასი ათასად შევიძინეთ. ეს მოხდა ეტაპობრივად. ჩვენ ყველაფერი შევიძინეთ ბანკის ვალებით. [/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” განაცხადა, კითხვის საპასუხოდ: “იშოვა თუ არა მილიონები სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გიული ალასანიამ? ”