მთავარი პოლიტიკა

ლუკა კურტანიძე: სოსომ რაც თქვა, ეს ფაქტი იყო, საძინებლებში აღმოვაჩინეთ სათვალთვალო კამერები

[su_quote]დიახ, სოსომ რაც თქვა, ეს ფაქტი იყო. როდესაც მე პარლამენტში შევედი, რამოდენიმე ხნით სოსოსთან გადავედი საცხოვრებლად და ჩემთვის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ საცხოვრებელში აღმოვაჩინეთ სათვალთვალო კამერა, რომელიც იყო საძინებლებში. ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრებს, ვალდებულება გვქონდა, რომ მაქსიმალურად გამოგვეძია ეს თემა, მაგრამ მაგ აღმოჩენის შემდეგ, არ ჩავეძიეთ, საფუძვლიანი გამოკვლევა არ გავაკეთეთ, შესაძლოა, ბევრი კითხვა დაისვას. შეიძლება მეპატრონეს ჰქონდა დამონტაჟებული, შეიძლება ეს იყო მანამდე, სხვა მოწვევის პარლამენტარებსაც ჰქონდათ იქ ნაქირავები. მე და სოსო როდესაც ხელმეორედ ჩავედით, ჩავიყვანეთ აიტი სპეციალისტი და მან აღმოაჩინა, რომ ეს სათვალთვალო კამერები იყო ჩახსნილი, არ იყო მოქმედი[/su_quote]

ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ჯაჭვლიანმა,  გუშინ, 8 თებერვალს ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა, რომ 2015 წელს, მისი დეპუტატობის პერიოდში, ქუთაისში მდებარე, მის ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში, ორი სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული.

იტვირთბა....