ახალი ამბები საზოგადოება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტი გადახტა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტი გადმოხტა.

კოვიდინფიცირებული, 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

პაციენტი აღნიშნულ კლინიკაში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, პაციენტი თავს კარგად გრძნობდა და ის ბინაზე ხვალ უნდა გაეწერათ.

ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

იტვირთბა....