თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში აფეთქების საფრთხე იყო. ინფორმაციას ამის შესახებ “თბილისი ენერჯი” ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს:
“გაზით აფეთქებას გადაურჩა საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო.
შენობის ბოლო სართულზე სამზარეულოში უყურადღებობის გამო გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვეს და მთელ შენობაში გაზის სუნი იგრძნობოდა.
114 სწრაფი რეაგირების ბიჭების ოპერატიული მოქმედებით, შენობაში მყოფი ადამიანები ტრაგედიას გადაურჩნენ.
ფრთხილად იყავით გაზის დანადგარებთან და დაიცავით უსაფრთხო მოხმარების წესები!
გაიგეთ მეტი უსაფრთხოების წესების შესახებ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.