მუხიანის დასახლებაში, კორპუსის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცი გობრონიძის ქუჩაზე, ამავე კორპუსში ცხოვრობდა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.