ოპოზიციამ ვერც ერთი რეალური არგუმენტი ვერ მოიყვანა, რომელიც რეალური შეიძლებოდა ყოფილიყო და ჩვენ ამ თემაზე გვემსჯელა, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ოპოზიციის კრიტიკას ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით.
“სხდომა წესით უნდა ყოფილიყო მეტ-ნაკლებად პოლიტიკისგან დაცლილი და ყურადღება მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე უნდა გამახვილებულიყო. როგორც ყოველთვის, ოპოზიციამ ისარგებლა შემთხვევით და შეეცადა პოლიტიკურ ლაბირინთებში შეეცადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატები. თუმცა მათ მკაფიო, პოლიტიკისგან დაცლილი პასუხები მიიღეს, რომელში მხოლოდ სამართლებრივ და იურიდიულ ნიუანსებზე იყო ყურადღება გამახვილებული. ოპოზიციისგან ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის. მათ გააჩნიათ საკუთარი მრუდე დღის წესრიგი, დესტრუქცია მეტად ჭარბობს დღის წესრიგში ვიდრე კონსტრუქციული ნაბიჯები”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში.