ახალი ამბები საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი: პრემიერი ანტივაქსერი არ არის

პრემიერ-მინისტრი, ანტივაქსერი არ არის, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურა აზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია ირაკლი ღარიბაშვილი ანტივაქსერი იყოს, რადგან ორჯერადად არის ვაქცინირებული.

“პირიქით, ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში, ასევე სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელს ზემოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე გავაკეთეთ – ორასლარიანი დანამატი, ასევე 100 ლარი ბუსტერდოზის შემთხვევაში. იმაზე საუბარი, პრემიერი ანტივაქსერი არის თუ არ არის, ვფიქრობ, არასწორია”, – აცხადებს აზარაშვილი.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ომიკრონის” დროს უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს და ამის მაგალითი თვითონ არის.

 

იტვირთბა....