aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე: დე ფაქტო პრემიერს თუ დავუჯერებთ, ვაქცინა არ მუშაობს, მაგრამ თუ 50 წელს ზემოთ აიცრებით, 200 ლარს გადაგიხდით ბიუჯეტიდან

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ “ომიკრონის დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს”. ჯაფარიძეს შედარების სახით ქართული მხატვრული ფილმიდან “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” მოჰყავს ციტატა.
“დე ფაქტო პრემიერს თუ დავუჯერებთ, ვაქცინა არ მუშაობს, მაგრამ თუ აიცრებით და გაგიმართლათ (ან პირიქით) და 50 წელს ზემოთ ხართ, 200 ლარს გადაგიხდით ბიუჯეტიდან.
არ გვჭირდება, მაგრამ მოიტანე. არა დღეს არა. დღეს დაკავებულები ვართ, ხვალ მოიტანე”, – წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე.
იტვირთბა....