ახალი ამბები საზოგადოება

მსგავსი განცხადებები ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმს აღრმავებს და მიუღებელია – ბუწაშვილი პრემიერზე

მსგავსი სახის განცხადებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ვაქცინაციის ტემპის ვარდნა. ისედაც პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში და ისედაც გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს ვაქცინაციის მიმართ. შესაბამისად განცხადებები, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს ამ სკეპტიციზმს მიუღებელია

 

აღნიშნულის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების პასუხად განაცხადა.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ომიკრონის” დროს უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს და ამის მაგალითი თვითონ არის.

იტვირთბა....