ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

ეს ბირთვული მავნებელი – ჩერგოლეიშვილი ღარიბაშვილზე

ეს ბირთვული მავნებელი, – ასე ეხმაურება “ტაბულას” დამაარსებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვაქცინა “ომიკრონის” უმეტეს შემთხვევაში არ მუშაობს.

მისივე თქმით, გასაბრაზებელია, რომ ამ სიტყვების შემოქმედი პრემიერია.

“მხოლოდ ოპოზიციაზე (ჩვენი ჩათვლით) ვბრაზობ, რომ “აცრა ომიკრონზე არ მუშაობს” სიტყვათა წყობის შემოქმედი, ქვეყნის პრემიერია.
ეს ბირთვული მავნებელი”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ომიკრონის” დროს უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს და ამის მაგალითი თვითონ არის.

 

იტვირთბა....