ახალი ამბები კორონავირუსი საზოგადოება

გოცირიძე ღარიბაშვილზე: ათასობით დაკარგული სიცოცხლე, მსგავსი ადამიანების სინდისზეა

ათასობით დაკარგული სიცოცხლე ხელისუფლებაში მყოფი, მსგავსი ადამიანების სინდისზეა, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვაქცინა “ომიკრონის” უმეტეს შემთხვევაში არ მუშაობს.

მისივე თქმით, ანტივაქსერმა პრემიერ მინისტრმა მორიგი მავნებლური განცხადება გააკეთა

“ანტივაქსერმა პრემიერ მინისტრმა მორიგი მავნებლური განცხადება გააკეთა-ვაქცინა ომიკრონისგან ვერ გვიცავსო, აგერ მაგალითი მე ვარო. ჯერ ერთი, გართულებისგან გიცავს და მეორეც აცრილი და აუცრელი ერთნაირი პროცენტით არ ინფიცირდებიან და მესამეც, ომიკრონიც რომ კლავს ამას ჩვენი თუ უცხოეთის სტატისტიკაც მოწმობს. თანაც, ამბობს, ორჯერ აცრილი ვარო. ისიც საზოგადოებრივი ზეწოლის გამო გახდა იძულებული. ბუსტერს რატომ არ იკეთებს? გადატანილს ბუსტერი არ სჭირდებაო რომელმა ბრძენმა უთხრა?
ათასობით დაკარგული სიცოცხლე, ათეულ ათასობით დაზიანებული ჯანმრთელობა და ასეულ მილიონობით დამატებითი ხარჯი ხელისუფლებაში მყოფი მსგავსი ადამიანების სინდისზეა”, – აცხადებს გოცირიძე.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ომიკრონის” დროს უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს და ამის მაგალითი თვითონ არის.

იტვირთბა....