საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 028 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი ბოლო დღე-ღამეში 22 517 შეადგინა. ამავე პერიოდში, ვირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა.
stopcov.ge-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კვლევა ტესტით 9 688 პირს ჩაუტარდა, – დადებითობის დღიური მაჩვენებელი 41,58 პროცენტია.
ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 10 ადამიანი იმყოფება. კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რაოდენობა 1 481-ია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 202 პაციენტია.