ახალი ამბები სამართალი სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შესაძლოა უვადო დისკვალიფიკაცია მიიღოს

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შესაძლოა უვადო დისკვალიფიკაცია მიიღოს, – აღნიშნულის შესახებ უცხოური მედია წერს.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ATP-ის ანტიკორუფციული ოფისი საქმეს იძიებს, რომელშიც ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფიგურირებს.

ცნობილი ხდება, რომ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი, საუბარია 2016 წელს გამართულ ერთ-ერთ საჩოგბურთო მატჩზე.

გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მალე უნდა დასრულდეს. თუ ეჭვები დადასტურდება, ჩოგბურთელს დროებითი ან უვადო დისკვალიფიკაცია ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 21-ე ჩოგანს პროფესიონალურ დონეზე ხუთი ტიტული აქვს (ჰამბურგი 2018 და 2019, პეკინი 2018, მიუნხენი და დოჰა 2021)

იტვირთბა....