თალიბებმა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში მყოფი რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს. დაკავებულებს შორისაა BBC-ის ყოფილი ჟურნალისტი ენდრიუ ნორთი – ინფორმაციას ამის შესახებ გარდიანი ავრცელებს.
მისი მეუღლე ნატალია ანთელავა, დაკავებულის გასათავისუფლებლად დახმარებას ითხოვს.
“ენდრიუ ქაბულში მუშაობდა UNHCR-ში და ცდილობდა დახმარებოდა ავღანელ ხალხს. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ მისი უსაფრთხოებით და მოვუწოდებთ ნებისმიერ გავლენის მქონე პირს, დაეხმაროს მას გათავისუფლებაში,”– ამბობს ნატალია ანთელავა.