84 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.
მის სახელთანაა დაკავშირებული დინამოელთა პირველი დიდი ტრიუმფი – 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში დათუნაშვილმა ორი გოლი გაიტანა, “დინამომ“ კი მოსკოვის “ტორპედო“ 4:1 დაამარცხა.
თბილისის “დინამოში“ უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 220 მატჩში გაიტანა 47 გოლი.
1997 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით.