როდესაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახურავიდან ძალით ჩამოიყვანეს და ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ძალით ჩასვეს, რატომღაც მაშინ არ შეიტანა განცხადება დაზარალებულად ცნობის თაობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“დანაშაული, რომლის საფუძველზეც საქართველოს მართლმსაჯულების მიერ სააკაშვილის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ჩადენილია საქართველოში. განაჩენი გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამართლებრივი ნონსენსია, რომელიმე სხვა ქვეყნის მართლმსაჯულებამ დაზარალებულად ცნოს ადამიანი, რომელმაც დანაშაული სხვა ქვეყანაში ჩაიდინა – თან იმ ქვეყნის მოქალაქემ და პრეზიდენტმა”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.