ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

გვარამია: უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ავრცელებს.

მისივე თქმით, გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.

“ფაქტზე იყო აღძრული საქმე – სააკაშვილის წინააღმდეგ ძალის გადაჭარბების და შესაძლო წამების ფაქტების შესახებ. დღეს მიხეილ სააკაშვილი უკვე ცნობილია დაზარალებულად. არსებობს ფაქტი და არსებობს დაზარალებული. ერთადერთი ნაბიჯი რაც დარჩა, ეს არის ბრალდებულების გამოვლენა და სავარაუდოდ, ესენი იქნებიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და შესაძლოა თანამდებობის პირებიც. მათ შეუძლიათ აღძრან ექსტრატერიტორიულობის პრინციპით საქმე საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის თანამდებობის პირების წინააღმდეგ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში.

იტვირთბა....