ახალი ამბები საზოგადოება

“ჩვენი ოცნება იყო ამ მიწაზე აგვეშენებინა პატარა სახლი…” – თელავში უცხოელი წყვილი გაქურდეს

თელავში მცხოვრები უცხოელი წყვილი გაქურდეს.

ფაქტის შესახებ ავსტრალიის მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს.

2 ღამის წინ ყველაფერი მოიპარეს ჩვენი მიწიდან.

მე ავსტრალიიდან ვარ და ჩემი ცოლი ტაილანდიდანაა. ვცხოვრობთ თელავში. ჩვენი ოცნება იყო ამ მიწაზე აგვეშენებინა პატარა, საყვარელი სახლი, დაგვეპატიჟებინა ხალხი სუფთა ჰაერზე, კარგ საჭმელზე და ლამაზი თელავის დასათვალიერებლად, რომელიც ძალიან შეგვიყვარდა.

მაგრამ  2 ღამის წინ, ხალხი მოვიდა სატვირთო მანქანით, ავიდნენ და მოგვპარეს ჩვენი უსაფრთხოების კამერა, სანამ ვიდეოს ვნახავდით, შემდეგ ღობე აიღეს და ყველაფერი დაარბიეს მიწაზე. მათ ყველაფერი დაანგრიეს, ყველაფერი წაიღეს.

ჩვენ მხოლოდ სიმშვიდეში ცხოვრება და თელავში მეტი ტურისტის მოზიდვა გვინდოდა. მაგრამ ეს უკვე მე-5 შემთხვევაა, როდესაც რაღაცები მოიპარეს მიწიდან…”წერს ავსტრალიის მოქალაქე ფეისბუქზე.

იტვირთბა....