[su_quote]გასარკვევი ის არის, ეს ზიზღის და სიძულვილის შადრევანი როგორ იკავებს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას.
ისიც გასარკვევია, მისი და კალაძის ერთობლივი მეცადინეობის შედეგად როგორ მოხდა, რომ მკლავჭიდის ფედერაცია დღეს დისკვალიფიცირებულია ყველა საერთაშორისო ტურნირიდან და საქართველოში შარშან დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი როგორ ჩააგდეს.
ახლა რომ გაახსენდა სპორტის მინისტრობა და სახელი ლელო გაუკვირდა, იქნებ ვინმემ გალაკტიონის ლექსი წაუკითხოს ამ “კულტურულ დემენტორს”[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში “ლელოს” წევრი საბა ბუაძე. წულუკიანის თქმით: “როგორც სპორტის მინისტრი, ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ლელო, როგორც ბრენდი არის და ეს კიდევ გასარკვევია, რატომ არის ის პოლიტიკური პარტიის ლოგოზე”.