[su_quote][ლელო საქართველოსთვის] ლელოს რომ ვერ დებს, ეს უკვე ჩანს. სხვათა შორის, მე, როგორც სპორტის მინისტრი, ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ლელო, როგორც ბრენდი არის და ეს კიდევ გასარკვევია, რატომ არის ის პოლიტიკური პარტიის ლოგოზე. ამასაც რომ დავანებოთ თავი, არასერიოზული ძალაა და სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა ოპოზიციურ ძალად. რაც შეეხება გახარიას პოლიტიკურ ძალას, ეს სევდიანი ისტორიაა, იმიტომ, რომ კაცი, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა, საპარლამენტო ტრიბუნიდან ყველა იმედსა და დაპირებას იძლეოდა იმისა, რომ “ნაცებო, დაგასრულებთო“, რეალურად მისი პოლიტიკური დანაყოფი გახდა. ეს, რა თქმა უნდა დასანანია. გახარიას კარგი არაფერი დაემართა[/su_quote]
ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმედი LIVE-ის ეთერში განაცხადა პარტიების “ლელო საქართველოსთვის” და “საქართველოსთვის“ შესახებ საუბრისას.