ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განახლებული კოვიდსტატისტიკა – ვირუსს კიდევ 55 ადამიანი ემხსვერპლა

საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 968 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო 24 საათში 55 ადამიანი ემსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 23 675 პაციენტი. 

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 64 187 ტესტირებიდან დადებითობის დღიური მაჩვენებელი 31,11 პროცენტს შეადგენს. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 098 პაციენტია, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რადენობა 1 869-ია, კარანტინის რეჟიმში 31 ადამიანი იმყოფება. 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში აცრილია 2 768 137 ადამიანი. 

 

იტვირთბა....