ახალი ამბები პოლიტიკა

წულუკიანი მელიაზე: ხანდახან აქვს გამონათებები, საზოგადოებას ესაუბრება მისი პარტიის არაადეკვატურობის შესახებ

ნიკა მელიას ხანდახან აქვს გამონათებები, საზოგადოებას ესაუბრება მისი პარტიის არაადეკვატურობის შესახებ, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიამ პარტიაში ისაუბრა, თუმცა ვერ გაუგეს და არ დაუჯერეს.

“ვის ვის და რა თქმა უნდა, ნიკა მელიას და მის საქმიანობას მე დადებითად ვერ შევაფასებ, მაგრამ აქვს ხოლმე გამონათებები და ხანდახან ადეკვატურ შეფასებებსაც აკეთებს საკუთარ პოლიტიკურ გუნდთან მიმართებით. ვინაიდან მან უკვე ამაზე საჯაროდ დაიწყო საუბარი, ეს პოლიტიკაში იმას ნიშნავს, რომ შიგნით ისაუბრა, ვერ გაუგეს, არ დაუჯერეს და ახლა საზოგადოებას ესაუბრება საკუთარი გუნდის არაადეკვატურობის შესახებ.

უგულავა იქნება ეს, ნიკა მელია თუ თითოეული მათგანის იდეები და მოსაზრებები, რა თქმა უნდა, ეს უკვე მათი საქმეა. საზოგადოება ხედავს და ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ეს ოპოზიციური ძალა არის აბსოლუტურად გაკოტრებული. არ მგონია, რომ ისინი რაიმე ტიპის პოლიტიკურ ფორმაში მიაღწევენ 2024 წლის არჩევნებამდე”, – აცხადებს წულუკიანი.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიაში ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი.

იტვირთბა....