ახალი ამბები კორონავირუსი მსოფლიო

შვედეთმა პანდემია დასრულებულად გამოაცხადა

შვედეთმა პანდემია დასრულებულად გამოაცხადა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ოთხშაბათს შვედეთმა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა და COVID-19-ზე ტესტირებაც შეაჩერა.

ამასთან, შვედეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვაქცინებმა “ომიკრონის” საფრთხე მნიშვნელოვნად შეამცირა და კორონავირუსი საზოგადოებისთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს.

“ოთხშაბათიდან, ბარებსა და რესტორნებს საშუალება ექნებათ საღამოს 11 საათის შემდეგაც იმუშაონ. ამასთან,  სტუმრების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება. ასევე გაუქმდა უფრო დიდი შიდა დარბაზებისთვის დასწრების ლიმიტი და კოვიდსაშვების წარდგენის ვალდებულებაც.

იტვირთბა....