ახალი ამბები პოლიტიკა

ნათელაშვილი: ლეიბორისტული პარტია პარლამენტში შედის

ლეიბორისტული პარტია პარლამენტში შედის, – აღნიშნულის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება “ლეიბორისტული პარტიის” პარლამენტში შესვლაზე, დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლა, მათ შორის საპარლამენტო მანდატების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც სოციალური გამოკითხვებით საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მოითხოვა ჩვენი პარტიის პარლამენტში დაბრუნება. ჩვენ ხალხის მოთხოვნებს ვასრულებთ”, – აცხადებს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას გეგმავს.

ამასთანავე, ნათელაშვილის გარდა კიდევ ორი ოპოზიციონერის – ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 7 თებერვალს იმსჯელა და საკითხს მხარი დაუჭირა.

იტვირთბა....