“ქართული ოცნების” წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა, უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვან თანამდებობას დაიკავებს.
“ნათია თურნავას მალე ვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. წინასწარ ამაზე ვერ ვილაპარაკებ, თვითონ იტყვის, როცა საჭირო იქნება. მისი წვლილი ძალიან დიდია წლევანდელ ეკონომიკურ ზრდაში და უამრავ პროგრამაში, რომელიც განხორციელდა მისი ხელმძღვანელობით”, – განაცხადა სოზარ სუბარმა “იმედის” ეთერში.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა.
ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავას ნაცვლად, ლევან დავითაშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ოთარ შამუგია დაიკავებს, რომელიც მანამდე დავითაშვილის მოადგილე იყო.