ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ბარამიძე რომ მოვიდეს პარტიის თავმჯდომარედ სააკაშვილი გათავისუფლდება, თუ რა შეიცვლება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის” ნიკა მელიას განცხადებით, მისი მხრიდან ღალატი იქნება, თუ პარტიის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს. როგორც მელიამ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა, შეიძლება, იყოს პარტიის მხარდამჭერებში ადამიანთა ჯგუფი, რომელიც უკმაყოფილოა, მაგრამ მისი გადადგომით არაფერი შეიცვლება.

“თუ პარტიისთვის ცუდი მინდა, გამოვალ და ვიტყვი, უი, იქ სამასი ადამიანი ხართ, რომლებიც უკმაყოფილოები ყოფილხართ, მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ და მოდით, პარტიის რიგით წევრად დავრჩები. ჯერ ეს ერთი, ეს იქნება ღალატი. მერე რა იქნება, გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება? მხარდაჭერა გაიზრდება? თუ რა შეიცვლება. პირველ რიგში, მე ვარ დაინტერესებული, მე რომ ვისმენდე ქმედით წინადადებას, გამიხარდება. არ გამიგია უბრალოდ, არ მსმენია გარდა იმისა, რომ მელიამ რატომ დაშალა აქცია 14 ოქტომბერს. ეს ერთადერთი კი ბატონო. ხვალ რომ 50 ათასი კაცი შეიკრიბოს, დავუშვათ, რას ვაკეთებთ?”, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, თვითონ სააკაშვილის შემდეგ, თვითონ არის ის ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად სურს საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისულფებაზე ყოფნა.

იტვირთბა....