ახალი ამბები პოლიტიკა

ნიკა მელია: ჩემთვის პოლიტიკური პატივია, ვიბრძოლო სააკაშვილის თავისუფლებისთვის

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ბრძოლა, მისთვის პოლიტიკური პარტივია.

“ჩემთვის ადამიანური, პოლიტიკური, მორალური და პრაგმატული ვალდებულებაა, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. არ ეწყინება არავის, თუკი ვიტყვი, რომ ალბათ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, ყველაზე მეტად ვისაც უნდა, თუნდაც ყველაზე მეტად ეგოისტურად, ადამიანობა რომ გადავდოთ გვერდით, პოლიტიკურ-ეგოისტურად, მისი გათავისუფლება, ვარ მე და რატომ.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის დროს, როდესაც ამ პარტიის დამფუძნებელი, მასშტაბით უმსხვილესი პოლიტიკოსი არის პატიმრობაში, ტყვეობაში და თავისუფლდება მათ შორის შენი დიდი ძალისხმევის შედეგად, მეგობრებთან და საქართველოს ასიათასობით მოქალაქესთან ერთად, ეს არის ჩემთვის არამარტო ადამიანური პატივი, პოლიტიკური პატივი”, – განაცხადა ნიკა მელიამ “მთავარი არხის” ეთერში.

 

 

იტვირთბა....