[su_quote]ნიკას [მელიას] ვუსმენ.
დღეს მეც მკითხა “იმედმა” “მელიაზე და სამეგრელოზე”
ვუპასუხე და ახლაც მინდა ვთქვა. სამეგრელოზე მსგავსი “ფარული ჩანაწერებით” “მეგრელების აგდება” – არის საბჭოთა სტილი და რუსული თამაში.
სამეგრელო ყოველთვის იდგა სახელმწიფოებრივი ინტერესების სადარაჯოზე და ყველაზე ძალიან მეამაყება რომ სამეგრელოდან ვარ. თუ სადმე ვიცხოვრებ (სხვაგან დიდი ხანი ვერ ვჩერდები) ზუგდიდია.
სამეგრელოს მოსახლეობის 60% “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია. ეს არჩევნების შედეგებითაც ჩანს.
მე რომელიც მეათე წელია არჩევნები მიწევს სამეგრელოში ყველაზე ძალიან თუ ვინმეს მხარდაჭერა და განსაკუთრებული მქონია არიან მიშა და ნიკა. თუ ვინმეს განსაკუთრებული სიყვარული აქვთ არის მიშა და “თავისად” თვლიან ნიკას. (მეგრელია, ზუგდიდში გაზრდილიო)
ამიტომ ნებისმიერი მცდელობა მელიამ “მეგრელები ცუდად ახსენა” არის უსუსური.
სამეგრელოს არ ეშლება მოვლენების შეფასება, უბრალოდ ძალიან შეურაცხმყოფელია რომ რუსული მეხუთე კოლონის მეთოდებით იბრძვის “ქართული ოცნება” მოწინააღმდეგის წინააღმდეგ და აქედანაც ჩანს რომ ყველაფერზე წამსვლელია[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი ანი წითლიძე.