ახალი ამბები კორონავირუსი

ომიკრონის სპეციალური ბუსტერი შესაძლოა საჭირო აღარ გახდეს – კვლევა

ომიკრონთან საბრძოლველად სპეციალური ვაქცინის (ბუსტერის) შექმნა შესაძლოა საჭირო აღარ გახდეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დოიჩე ველლე აქვეყნებს.

მედია მაიმუნებზე ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა და წერს, რომ შედეგების მიხედვით მოდერნას გამაძლიერებელი ომიკრონის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია.

კვლევაში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განხილული, მონაწილეობდნენ მაიმუნები, რომლებიც ვაქცინირებულნი იყვნენ მოდერნას ვაქცინის ორი დოზით. ცხრა თვის შემდეგ მათ გამაძლიერებლები მიიღეს.

„ეს ძალიან, ძალიან კარგი ამბავია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვჭირდება ვაქცინის რადიკალურად გადამუშავება, რათა ის ომიკრონის ვაქცინად იქცეს“, – განაცხადა ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ვაქცინის მკვლევარმა.

ცნობისთვის, ვაქცინების მწარმოებელი კომპანიები ომიკრონისთვის სპეციალური ვაქცინის შექმნაზე მუშაობდნენ.

იტვირთბა....