ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, თუმცა სრულად მართვადი, – აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ დონეზეა.
ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა დ აღნიშნა, რომ ბუსტერი ომიკრონისგან სერიოზულად იცავს.
“ბუსტერი ომიკრონს სერიოზულად აკავებს, ამიტომ ჩვენი მთავარი ყურადღება სწორედ აქეთკენ უნდა მივმართოთ. ჩვენ პიკში ვართ და ჩვენს ქცევებზეა დამოკიდებული როდემდე გაგრძელდება ეს პერიოდი”, – აცხადებს გამყრელიძე.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 350 454 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 124 442 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 15 300 ადამიანი.
ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 1 897 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 082 პირი