საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 235 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს ბოლო დღე-ღამეში 34 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 17 130 პაციენტი.
stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კვლევა ტესტით 33 905 ადამიანს ჩაუტარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 33,14 პროცენტია.
დღეისთვის, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 947 პაციენტი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში 1 926 ადამიანია, კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა კი 42-ია.
ქვეყანაში სულ ვაქცინირებულია 2 751 192 პირი, დღიურად აცრილთა რაოდენობა 722-ია.