ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი სააკაშვილზე: უღირსობაა, ბრძოლის ველზე დახოცილ ჯარისკაცებს რომ მიატოვებ და ცხვირით გახოხდები მიწაზე

“სააკაშვილს მუდმივად, მთელი ცხოვრება ექნება ის მომენტი, რომელიც მას აწუხებს – გორში რომ გაასწრო თავის დაცვას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს.

მან “იმედის” ეთერში სტუმრობისას იმ კრიტიკაზეც ისაუბრა, რომელიც ოპოზიციისგან უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გამოითქმის.

“შემთხვევით არ ხდება არაფერი. გაზგაყვანილობის დიდი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მთავარ ფუნქციას ამ გლობალურ პროცესებში, არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე; შემთხვევით არ მომხდარა ის, რომ რუსები კილომეტრნახევარში არიან იმ ცენტრალური მაგისტრალებიდან და აი ასეთი პოლიტიკური ბაგაჟის მქონე ხალხი მიდის კიევში და აქ კიდევ რეზოლუციაზე გეკამათება, ეს როგორ მიიღეთო. ღირსებაზე მელაპარაკებიან ადამიანები, უღირსობა არის კუშნერს რომ მიატოვებ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და გახოხდები მიწაზე ცხვირით, უღირსობაა, რომ ჯარისკაცებს დატოვებ ბრძოლის ველზე დახოცილებს და უღირსობაა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს გორის ცენტრში მიატოვებ დაბომბვის ქვეშ”, – ამბობს ვოლსკი.

იტვირთბა....