საქართველოში ბოლო 24-საათში კორონავირუსის 19 098 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს ბოლო დღე-ღამეში 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანრმთელდა 17 531 პაციენტი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 52 362 ტესტი ჩატარდა და დადებითობის დღიური მაჩვენებელი 36,47 პროცენტამდე გაიზარდა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 850 პაციენტი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში მყოფ პირთა რაოდენობა 1 962-ია, კარანტინის რეჟიმში კი 42 ადამიანია.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სულ აცრილია 2 750 228 ადამიანი.