[su_quote]როდესაც ვსაუბრობთ კულტურაზე და იმაზე, რომ რაღაცის კეთება გვინდა ამ მიმართულებით, პირველ რიგში, [კულტურა] უნდა გავათავისუფლოთ პოლიტიკური წნეხისგან. ეს არის უმთავრესი რამ და ე.წ ნაჯახის ქნევა უნდა დასრულდეს. ეს აუცილებელია, რადგან კულტურა იქმნება თავისუფალ სივრცეში, თავისუფალ გარემოში და რა თქმა უნდა, მაღალი კონკურენციის პირობებში. როდესაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს სხვადასხვა მიმართულებით არ ეკონტაქტები, აიგნორებ, ბლოკავ და მათთან არ თანამშრომლობ, ბუნებრივია, იქ ახალი და საინტერესო არაფერი არ იქმნება[/su_quote]
ამის შესახებ მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა კულტურის სფეროს მოღვაწეებს შორის თემაზე “რეპრესიები ხელოვნების სფეროში” გამართული დისკუსიის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის პოლიტიკის შეფასებისას.