საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 134 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს 33 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 17 594 პაციენტი.
stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კვლევა ტესტით 76 205 პირს ჩაუტარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30,36 პროცენტია.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 5 840 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 954-ია, ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 51 პირი.
ქვეყანაში სულ აცრილია 2 747 141, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 4 224-ია.