მთავარი პოლიტიკა

საგარეო: განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დღის წესრიგში არ დგას

განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება განჯისკარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული, დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მაგრამ განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანს საქართველოდან განჯის კარიბჭის დაბრუნება სურს და ამის შესახებ მთავრობათშორისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

იტვირთბა....