ახალი ამბები პოლიტიკა

“გახარია და სააკაშვილი ერთ ქუდქვეშ მოქმედებენ” – მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ექს–პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია, საერთო მიზნისთვის მოქმედებენ.

„მიხეილ სააკაშვილი როცა ასახელებს რუსთავს, წალენჯიხას, ჩხოროწყუს და საუბრობს იმ ადგილებზე, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოების თავმჯდომარეებად გიორგი გახარიას წარმომადგენლებს მხარი დაუჭირა და სააკაშვილი ამბობს – წავართვით, ეს ყველაფერზე მეტყველებს. ეს წამოცდენა იყო, თუ რა, ყველა შემთხვევაში ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ისედაც ვსაუბრობდით, რომ გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთ ქუდქვეშ, ერთი მიზნებისთვის მოქმედებენ და მათ უკვე აშკარად შეკრეს კოალიცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....