ბრიტანელი პარლამენტარები განიხილავენ აეკრძალოს თუ არა რესპუბლიკელთა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს დიდ ბრიტანეთში შესვლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრიტანელები ტრამპს მუსლიმებთან დაკავშირებულ განცხადებას არ უვიწყებენ. რამდენიმე თვის წინ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ მუსლიმებს ამერიკაში შესვლა უნდა აეკრძალოთ. მისი თქმით, მაშინ როცა ნიუ იორკში ცნობილი ტერაქტი მოხდა, ნიუ ჯერსიში მუსლიმები ამ ამბავს აღნიშნავდნენ. ტრამპის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ბრიტანული მედიის ცნობით, შექმნილია ონლაინ პეტიციაც, რომლითაც მოქალაქეებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ტრამპის ბრიტანეთში შესვლის აკრძალვის ინიციატივას. ვრცელედება ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი ტრამპის საწინააღმდეგოდ.