რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 7 თებერვლიდან პირველ მარტამდე, მგზავრებს ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, მზიდსაწევი ბაგირი გამოიცვლება და სერვისული სამუშაოები ჩატარდება.
“სამუშაოებს ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტები შეასრულებენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტის გამო!”, – აცხადებენ მერიაში.