კომპანია “ვისოლის” დირექტორი, ვასილ ხორავა “ტვ პირველის” გადაცემაში “ანალიტი” აცხადებს, რომ საწვავის ფასი შესაძლოა 20-25 თეთრით გაძვირდეს.
მისივე თქმით, ეს ერთ დღეში არ მოხდება და ეტაპობრივად განხორციელდება.
“ნავთობპროდუქტებზე დაახლოებით 150 ლარით მოხდა ფასის ცვლილება. ეს ლიტრზე დაახლოებით 20-25 თეთრის სხვაობაა. თუმცა ეს ერთ დღეში არ მოხდება და ეტაპობრივად განხორციელდება. ზოგადად ჩვენ თუ იმ ნიშნულის ცვლილებას ავიღებთ, რომელიც წლის დასაწყისიდან თებერვლამდე იყო, ეს დაახლოებით ის ნიშნულია, რომელიც ლარის გამყარების მიუხედავად მაინც 20 თეთრიან მატებას (საწვავის გაძვირებას) გამოიწვევს”, – აცხადებს ხორავა.