[su_quote]ამ ფორმალობებზე ლაპარაკი უბრალოდ სირცხვილია. ამას გარდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება. ის ამ ქვეყნის პატრიოტია და პატრიოტებს ციხეში არ სვამენ საზღვრის გადმოკვეთისთვის.[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.