საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 263 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 39 ადამიანი ემსხვერპლა, 15 575 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
stopcovid.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 808 ადამიანი გადის. 42 პირი კარანტინის რეჟიმში იმყოფება, კლინიკურ სასტუმროაში კი 1958 მოქალაქეა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით ჯამში 73 821 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30,16 პროცენტია.
ქვეყანაში სულ აცრილია 2 742 134 ადამიანი.