მთავარი პოლიტიკა ციტატა

ხაინდრავა უკრაინაზე: ჩვენი გაგვჭირვებია, 50 მილიონიანი ქვეყანაა, აქეთ უნდა გვეხმარებოდეს

ხო ვნახეთ რა გამოიწვია ტელევიზორში პუტინის გინებამ, ხომ ნახეთ ჩაიკეტა… ჯერ ეს ერთი, მილიონობით ქართველი ცხოვრობს რუსეთში, მეორეც ერთი უამრავი ურთიერთობაა, რომელიც ასულდგმულებს იმ ოჯახების… ბევრი რამეა რაც უნდა გაითვალისწინო, სანამ ენას გადმოაგდებ. შენი ქვეყანა, მეზობელი, ნათესავი მეგობარი – ვისთან გაქვს საქმე. საქმე გაქვს ძალასთან, რომლის გაჩერებაც… მთელი მსოფლიო ცდილობს შეაჩეროს და არ ვიცით წონასწორობა საით გადაიხრება. პუტინი რას იზამს არავინ იცის. რა შეგვიძლია გარდა იმისა, რომ გავამხნევოთ, რამე შეგვიძლია? რითი უნდა დავეხმაროთ, ჩვენი გაგვჭირვებია, 50 მილიონიანი ქვეყანაა და აქეთ უნდა გვეხმარებოდეს

განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ იმედის ეთერში.

იტვირთბა....