ახალი ამბები კორონავირუსი

5 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის მოთხოვნით, Pfizer-მა აშშ-ის მედიკამენტების ადმინისტრაციას მიმართა

დაიწყოს 5 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია, – აღნიშნული მოთხოვნით კორონავირუსის ვაქცინების მწარმოებელმა Pfizer-BioNTech-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების რეგულირების სააგენტოს მიმართა.

როგორც “ვაშინგტონ პოსტი” იუწყება, აშშ-ის მედიკამენტების რეგულირების სააგენტო ამ საკითხს საკმაოდ აქტიურად განიხილავს.

ამავდროულად ცნობილია, რომ 5-დან 11 წლამდე ბავშვების მხოლოდ 22%-ია ვაქცინირებული.

“ომიკრონის გავრცელებამ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა სკოლების ფუნქციონირებას. მშობლებს სურთ, რომ ბავშვები დაცულები იყვნენ. 5-წლამდე ბავშვების ვაქცინაციის საკითხზე გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე გავიგებთ”, – ნათქვამია სტატიაში.

იტვირთბა....