ახალი ამბები პოლიტიკა

გაქანებული მიშისტი ვიყავი…მის მიმართ გული მაშინ გამებზარა, როდესაც შემზარავი ფაქტები ვნახე – ელისაშვილი

გაქანებული მიშისტი ვიყავი…მის მიმართ გული მაშინ გამებზარა, როცა შემზარავი ფაქტები ვნახე, – აღნიშნულის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ბევრჯერ აქვს მოყოლილი და გამოძიება თუ დაიწყება ჩვენებასაც მისცემს.

“თავის დროზე გაქანებული მიშისტი ვიყავი. მის მიმართ გული მაშინ გამებზარა და დამოკიდებულება შემეცვალა, როცა ვნახე, ასლან აბაშიძე რომ გარბოდა და როგორ გაძარცვეს მისი ქონება სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა – გიგი უგულავამ, ახალაიებმა, სანოძემ.

ვნახე, როგორ გამოჰქონდათ ასლან აბაშიძისა და გიორგი აბაშიძის ქონება და იმ ქონებას როგორ იტაცებდნენ. მაშინ ახალი ხელისუფლება იყო და ძალიან აღტაცებული ვიყავით იმით, რომ ასლან აბაშიძე გააქცია. ამით უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ მერე დავრჩი თვე ნახევარი მივლინებით, ჟურნალისტი ვიყავი და ვნახე შემზარავი ფაქტები, როგორ ძარცვავდენენ სოსო გოგიტიძის კაბინეტს, ასლან აბაშიძის კაზინოს და ჭურჭელი გაჰქონდათ. ეს მოყოლილიც მაქვს და ჩვენებასაც მივცემ, თუ გამოძიება დაიწყება”,- აცხადებს ელისაშვილი.

პარლამენტის დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს ეკონომიკური გეგმის განვითარებისთვის დიდი დრო ჰქონდა და შეეძლო პენსია 500 ლარი თავის დროზე გაეხადა.

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური გეგმა გამოაქვეყნა.

იტვირთბა....