ახალი ამბები კორონავირუსი

გაბუნია: 12 წლამდე ბავშვებს ვაქცინის გასხვავებული დოზა სჭირდებათ

12 წლამდე ბავშვებს ვაქცინის გასხვავებული დოზა სჭირდებათ, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ თემაზე მწარმოებლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“12 წლის ზემოთ ისედაც მიმდინარეობს. 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა. ეს ვაქცინაც შესულია გეგმის ნაწილში და ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით წინასწარი მოლაპარაკება მწარმოებლებთან. წამახალისებელი ღონისძიებები კვლავაც მიმართული იქნება მაღალი ასაკის მოსახლეობისკენ. მუშაობს წამახალისებელი ღონისძიებები, როგორც ბუსტერდოზის, ასევე პირველი აცრების თვალსაზრისით. ჯერჯერობით ეს კომპონენტი გრძელდება”, – აცხადებს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიხედვით გაბუნია.

იტვირთბა....